05/05/2023
14:16
მსოფლიო
ბერლინის პოლიციამ 8 და 9 მაისს რუსეთის და უკრაინის დროშების გამოფენა აკრძალა ტრეპტოვში, ტიერგარტენსა და შონჰოლცერ ჰაიდეს საბჭოთა მემორიალებზე. ამის შესახებ Berliner Morgenpost წერს.
ამ ორ დღეს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელს აღნისნავენ. სამი მემორიალის ირგვლივ ასევე აკრძალულია ლაშქრობები და საომარი სიმღერები, რათა უზრუნველყოფილი იყოს „ღირსეული ხსოვნა მაშინდელი საბჭოთა არმიის დაღუპული ჯარისკაცების შესახებ“ - აცხადებენ პოლიციაში.
გარდა ამისა, ასევე აკრძალულია „ლოზუნგები, რომლებიც არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეიძლება აღიქმებოდეს როგორც უკრაინის ომის მოწონება, ან განდიდება“.
დროშების მსგავსი აკრძალვა გასულ წელს უკვე არსებობდა. ამან დიდი კრიტიკა გამოიწვია უკრაინის მხრიდან, კერძოდ, გერმანიაში უკრაინის მაშინდელი ელჩის ანდრეი მელნიკისგან.
0
0