26/02/2023
16:22
მსოფლიო
ბერლინში 50 ათასმა დემონსტრანტმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააპროტესტა, ამის შესახებ ინფორმაციას „ბერლინერ ცაიტუნგი" ავრცელებს.
ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ათასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში "მშვიდობა უკრაინაში".
პოლიციის ცნობით, აქციაში 13 000 კაცი მონაწილეობდა, „ბერლინერ ცაიტუნგი" კი წერს, რომ სწორია ორგანიზატორთა განცხადება დაახლოებით 50 ათასი დემონსტრანტის შესახებ.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ხოლო რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პარალელურად, ბერლინში შეიკრიბნენ კონტრდემონსტრანტები, რომლებმაც რუსეთის საელჩოს წინ მწყობრიდან გამოსული ტანკი მიიყვანეს. ესკალაციის თავიდან ასაცილებლად პოლიციამ ტანკს წრე შემოარტყა და მასთან არავის უშვებდა.
0
0