21/07/2024
19:59
მსოფლიო
გერმანიის პოლიციამ გააუვნებელყო ტერაქტი ბერლინში ევრო 2024-ის ფინალის წინ.
გაზეთ The Sun-ის ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-თან დაკავშირებული ეჭვმიტანილები გეგმავდნენ ბერლინის ბრაინშაიდპლაცზე, ინგლისის ნაკრების ფანზონაზე შეტევას. იქ ათასობით ინგლისელი იყო შეკრებილი ესპანეთთან ფინალის წინ.
თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანიის პოლიციამ მეზობელ პოტსდამში, სამ მისამართზე კოორდინირებული რეიდები მოაწყო.
ოპერაციის შედეგად, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სპეციალური დანიშნულების ძალები, დააკავეს სამი ეჭვმიტანილი. მათ ტელეფონებში იპოვნეს მოედნისა და კაიზერ ვილჰელმის მემორიალური ეკლესიის ფოტოები.
აღნიშნავენ, რომ მამაკაცები იყვნენ ISIS-ის ცნობილი მხარდამჭერები, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ პოლიციის დაკვირვების ქვეშ. მათი თვალთვალი ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს.
ბერლინის პოლიციის წარმომადგენელთა სიტყვებით, „ოპერაცია განხორციელდა ისლამური სექტორის მხრიდან უშუალო საფრთხის გამო“.
მოგვიანებით ეჭვმიტანილები გაათავისუფლეს მომავალი გამოძიების რანგში.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს, საშობაო ბაზრობისას ბრაინშაიდპლაცზე ტერაქტი მოხდა. სატვირთო მანქანა ხალხით სავსე მოედანზე შევარდა. ამ შეტევის შედეგად 11 ადამიანი დაუღუპა, კიდევ 50-მა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
0
0