16/12/2022
14:26
მსოფლიო
ბერლინში, Radisson Blu-ს ფოიეში, გიგანტური, 16 მეტრიანი აკვარიუმი აფეთქდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ვიზიტორები სასტუმროდან გაიყვანეს.
ამასთან, შემთხვევის ადგილიდან ფოტომასალას ავრცელებს გერმანული გამოცემა Bild-ი.
გამოცემა თავის ფეისბუკგვერდზე იტყობინება, რომ აკვარიუმის აფეთქების შედეგად მილიონი ლიტრი წყალი დაიღვარა და 1500-მდე სახეობის თევზი მიმოიფანტა.
აკვარიუმში 100-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი ჰყავდათ მოთავსებული.
პოლიციამ განაცხადა, რომ მასიური რაოდენობით წყალი მიედინება მიმდებარე ქუჩებში და ხალხმა სიფრთხილით უნდა მართოს მანქანა.
Radisson Blu-ში აკვარიუმი 2003 წლის დეკემბერში გაიხსნა და როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდ აკვარიუმს გინესის რეკორდი მიენიჭა. მისი აშენება დაახლოებით 12,8 მილიონი ევრო დაჯდა.
უცნობია ინციდენტის მიზეზი.
0
0