
ამერიკის პოლიტიკასთან უთანხმოების გამო საფრანგეთის პარლამენტში მომზადდა რეზოლუცია ქვეყნის ნატოდან გასვლის შესახებ. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივით საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დეპუტატი, კლემანს გეტე გამოვიდა.
როგორც გეტემ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, საფრანგეთში ნატოდან გასვლის საკითხი დიდი ხანია განიხილება, თუმცა ახლა, როდესაც შეერთებული შტატები „ღიად იმპერიულ პოლიტიკას“ ატარებს, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
„შეერთებული შტატები ღიად ახდენს გავლენას ევროპის არჩევნებზე ულტრამემარჯვენე ძალების სასარგებლოდ. ის ოფიციალურად თავისუფლდება საერთაშორისო სამართლისა და კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმებისგან და ფაქტობრივად ევროკავშირს საკუთარ ვასალად აქცევს“, - განაცხადა გეტემ.
0
0