
საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და უნგრეთმა ევროკავშირის წინადადება დაბლოკეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე ახალი შეზღუდვების დაწესების თაობაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ბერძნული მედიის თანახმად, საბერძნეთმა 2022 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, პირველად დაბლოკა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთისთვის არახელსაყრელ რეგულაციებთან დაკავშირებით.
ბერძნული მედიის შეფასებით, შეზღუდვების დაწესება დამღუპველი იქნებოდა ტურიზმისთვის იმ ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არის რუსული ტურიზმი, მაგალითად, იონიის კუნძულებზე.
ბერძნული მედია წერს, რომ, ტურიზმთან ერთად, საბერძნეთში რუსული თემიც დაზიანდებოდა, რადგან ისინი გრძელვადიან ვიზებს ვერ მიიღებდნენ, ასევე რუსეთიც მსგავს ზომებს მიიღებდა ბერძნებისთვის, რაც ექსპორტის კიდევ უფრო მკვეთრ შემცირებას გამოიწვევდა.
0
0