
ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული. ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „სისტემური ძალადობა „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა“.
„მოვისმინეთ ანგარიში ღირსებააყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა საქართველოს პარლამენტში საკუთარი ქოცური ზონდერული დაჯგუფების მეშვეობით, ძალადობით გადაწყვიტა. ამ პერიოდის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ძალადობას, სიძულვილის ენას ებრძვიან. დღეს კი მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა „ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა და ძალადობა არის საფირმო ნიშანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს ქიმიურად წამლავს. ამისი არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებაც არსებობს. სისტემური ძალადობა „ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა. დღეს ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერ-მინისტრად. ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამაყობდით იმ ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუტანიათ თითოეული ჩვენგანისთვის. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ოლიმპიური ჩემპიონები ქოცზონდერებად გადააქცია. ვნახეთ, როგორი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ძალადობის ფაქტებმა საქართველოს პარლამენტში შეაღწია და ეს სიმპტომია. ფაქტია, ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული. მათ შორის ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა.მადლობა თანაგუნდელებს, რომლებიც ღირსეულად, სიმართლით იბრძოდნენ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის. ცდილობენ, შემოგვასაღონ, თითქოს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა განახორციელა თავდასხმა მათი პოლიტიკური გუნდის მისამართით, თურმე გიგა ფარულავა ფიზიკურად გაუსწორდა სამ ოლიმპიურ ჩემპიონს და სამ თუ ოთხ სპორტსმენს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კითხვაზე, „როდესაც სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, რას გულისხმობთ, სარჩელის შეტანას აპირებთ?“, ბერდია სიჭინავამ უპასუხა:
„ვისთან შევიტანოთ, გიორგი გვარაკიძესთან? წელიწად-ნახევარია, იძიებენ საქმეს გიორგი გახარიას თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის მოდული, როგორ საქმიანობს სამართალდამცავი სისტემა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ვისი პასუხისმგებლობის საკითხზე უნდა ვისაუბროთ. მე ვამბობ, რომ პროფესიული, პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება“.
0
0