
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 849 410 ლარს შეადგენს. იგეგმება გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია. მათი ჯამური სიგრძე 1 181 მეტრია.
გზის პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 525 მეტრია, წარმოადგენს სოფელთან მისასვლელ გზას.
გზის მეორე, 465 მეტრიანი მონაკვეთი, სოფელ სვენეთისკენ მიმავალი გზიდან იწყება და მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან სრულდება.
გზის მესამე, 191 მეტრიანი მონაკვეთი კი, თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზიდან სოფელ სვენეთისკენ მიემართება.
აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის საფარი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, სადაც ძველი ასფალტის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.
პროექტის მიხედვით, გარდა საავტომობილო ნაწილისა, რეაბილიტირდება მიერთებები და ეზოებში შესასვლებიც.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025