08/09/2023
18:18
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ემხრობა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.
გერმანულ გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ორი სახელმწიფო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზეა და ვრცელ რეფორმებს ახორციელებს კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში.
საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიის გაფართოებას არ ემხრობა.
გერმანიის „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელმა, ფრიდრიხ მერცმა საქართველოს და მოლდოვის შემდეგ უსაფრთხო ქვეყნების სიაში ტუნისის, მაროკოს, ალჟირის და ინდოეთის დამატება მოითხოვა.
გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში 30 აგვისტოს შეიყვანა.
0
0