28/11/2021
14:39
პოლიტიკა
ბექა ოდიშარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა გიორგი აფხაზის და მისი შემოქმედების როლზე, როგორც საქართველოსა და იტალიის ურთიერთობის გაღრმავების, ისე, უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.
ღონისძიებაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე, იტალიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და დიასპორული ორგანიზაციები, მიგრაციის საერთშორისო ორგანიზაციის (ICMPD), საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ქართველი მკვლევარის ნენო გაბელიას მიერ და მუსიკალურად გააფორმა პოლიფონიურმა გუნდმა ლაურა გოგიაშვილის დირიჟორობით.
0
0