
საქართველოს პარლამენტის მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა და ის დაიკავებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციას, დიასპორისა და კულტურის საკითხებში.
ბექა ოდიშარია, სხვადასხვა დროს, მუშაობდა სახელმწიფო მინისტრის, ნიკო ლეკიშვილის აპარატის უფროსად, ბიზნესმენთა ფედერაციის გენერალურ მდივნად, "საქნავთობის" დირექტორად, მოგვიანებით, ჯერ "იორის ველი ნავთობი და გაზის" გენერალურ დირექტორად, ხოლო პოლიტიკაში შესვლამდე - "ჯინდალპეტროლიუმის" გენერალურ დირექტორად.
მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტში იყო მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და კულტურის კომიტეტის წევრი და ასევე - ორი მოწვევის პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე.
0
0