
"ჩვენ, პირველ რიგში, ვართ მშობლები, გვყავს შვილები და უდიდესი პასუხისმგებლობით, სიფრთხილითა და გულწრფელი ემპათიით ვუდგებით თითოეული ბავშვის მდგომარეობას", - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ბექა მიქაუტაძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას პროფესიული საზოგადოების მიერ, მხოლოდ პოლიტიკოსები ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.
"ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვაა. ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია შესაბამისი ცოდნა და ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ასობით მილიონი ლარი იხარჯება ჯანდაცვის მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან, სხვადასხვა პროგრამებზე. როგორც პრემიერმა განაცხადა, გადამწყვეტი არ არის ფინანსური მხარე, მილიარდიც კი არავის დაენანება, მთავარია პროფესიონალური, გონივრული და ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. სახელმწიფოსგან არის სრული მზაობა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. უმთავრესია რეალური შედეგის მიღწევა და ბავშვების კეთილდღეობა", - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
0
0