22/01/2025
22:48
პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი ადასტურებს, რომ არსებობს კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის, სადაც გახარიას პარტიაც მონაწილეობს და მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო დოკუმენტზე, მსჯელობენ იმაზე, მომავალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ისევ ელექტრონული წესით თუ არა.
ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მიუხედავად პროცესში მონაწილეობისა, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ სხვა პრიორიტეტი აქვს და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია დადგეს ახალი არჩევნების მოცემულობა.
„კოორდინაცია ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის ევროპულ მომავალზე ყოველთვის გვქონდა და ახლაც გვაქვს. მათ შორის საქმის კურსში ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს და ჩვენი გარკვეული კონტრიბუცია იქ არის. არამხოლოდ საარჩევნო დოკუმენტზე, არამედ სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს კომუნიკაცია, მათ შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ვინ რამდენი პარაგრაფი დაწერა ამ დოკუმენტში ამაზე თუ არ დავალთ, უკეთესად ვერაფერს გეტყვით.
ჩვენ შეიძლება რაღაც პრიორიტეტებს ცოტა სხვანაირად ვხედავდეთ. მაგალითად ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ პირველ რიგში ეს მოცემულობა დადგეს, ვგულისხმობ ხელახალ არჩევნებს. ჩვენ მთელი ჩვენი ძალისხმევა არა ამ დოკუმენტის შეკვრისკენ გვაქვს მიმართული, არამედ პირველ რიგში ამ მოცემულობის დაყენებისკენ, რასაც ჰქვია ხელახალი არჩევნები“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
0
0