
საქართველოში წამება, როგორც სისტემური ხარვეზი, არის მთლიანად აღმოფხვრილი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ანგარიშები და შეფასებები მიუთითებს, რომ საქართველოში წამების შემთხვევები მთლიანად არის აღმოფხვრილი.
„უკვე დიდი ხანია, საერთაშორისო შემფასებლები, როგორც გაერო-ს ექსპერტები, გაერო-ს შემფასებლები, ისე ევროსაბჭოს შემფასებლები აღიარებენ, რომ საქართველოში წამება, როგორც სისტემური ხარვეზი არის მთლიანად აღმოფხვრილი.
ჯერ კიდევ 2015 წელს იმყოფებოდა საქართველოში წამების მიმართულებით გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ხუან მენდესი. მან პირველად გააკეთა ეს შეფასება, რომ საქართველოში ეს სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი. შემდეგ ჩვენ, შეიძლება ითქვას ბოლო ოთხ წელში რამდენიმე ვიზიტს ვუმასპინძლეთ, როგორც ევროსაბჭოს წამების კომიტეტიდან, ისე გაერო-ს წამების პრევენციის ქვეკომიტეტიდან. ყველა მათგანის შეფასება და ანგარიში, რომელიც საჯაროდ არის გამოქვეყნებული, მიუთითებს, რომ წამების შემთხვევები არის მთლიანად აღმოფხვრილი.
საქართველოს პენიტენციური სისტემა არის წამებისგან მთლიანად თავისუფალი და ამას ცხადყოფს ისიც, რომ 2012 წლის შემდეგ გაერო-ს კომიტეტებში და სტრასბურგის სასამართლოში ერთი საჩივარიც კი არ შესულა, რომელიც დასაშვებად გამოცხადებულა, არამხოლოდ წამებასთან მიმართებით, არამედ ზოგადად პენიტენციურ სისტემაში რაიმე უფლების დარღვევის შესახებ. ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რადგან ეს არის ყველაზე მკაფიო ინდიკაცია, რა შედეგები მოაქვს ამ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს“, – განაცხადა ძამაშვილმა.
0
0
8 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
06/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან
06/05/2026