პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი პარტნიორების საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰამასის თავდასხმის შემდეგ მკვეთრად დაეცა. ამის შესახებ გამოცემა „The Times of Israel“ წერს.
გამოცემის ინფორმაციითმ ამომრჩევლები „ეროვნული ერთიანობის პარტიის“ მხარეს გადავიდნენ, რომელსაც ბენი განცი ხელმძღვანელობს.
გამოკითხვა მოწმობს, რომ ამომრჩეველი ახლა „ნაციონალურ ერთობას“ აძლევს 41 მანდატს, რომელსაც ამჟამად 12 მანდატი აქვს ქნესეტში.
ამავე გამოკითხვით, ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდის“ წარმომადგენლობა 32-დან 19 მანდამდე შეამცირდებოდა.
მხარდაჭერას კარგავენ ულტრაორთოდოქსებიც. რესპონდენტები აშკარად უპირატესობას ანიჭებენ განცს ნეთანიაჰუს ნაცვლად: 48%-ს სურს განცის პრემიერ-მინისტრად ხილვა, ნეთანიაჰუს 29% ისურვებდა.
ინფორმაციაში აღნშნულია, რომ ჰამასის თავდასხმებმა შეარყია მოსახლეობის რწმენა ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ და მისი პრეტენზია, რომ მხოლოდ მას შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
0
0