
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში ვიზიტისას ნობელის პრემიაზე წარდგენილი წერილი დონალდ ტრამპს პირადად გადასცა.
„ბატონო პრეზიდენტო, მინდა, წარმოგიდგინოთ წერილი, რომელიც ნობელის პრემიის კომიტეტს გავუგზავნე. ეს თქვენი წარდგენაა მშვიდობის პრემიისთვის, რაც დაიმსახურეთ და უნდა მიიღოთ. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შეერთებულ შტატებთან იმ ქვეყნების გამოსავლენად, რომლებიც მზად არიან გადადგან კონკრეტული ნაბიჯები პალესტინელების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვცდილობთ, რომ საუბარი საქმედ გადავაქციოთ და ზოგიერთი ქვეყანა შესაძლოა საბოლოოდ მზად იყოს ამის გასაკეთებლად“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ ამერიკის პრეზიდენტს.
მისივე თქმით, ,,ბატონი ტრამპი მშვიდობას ამყარებს არამარტო ერთ ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში.
დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა პრემიაზე წარდგენისთვის.
„დიდი მადლობა, ბიბი. ეს არ ვიცოდი. განსაკუთრებით თქვენგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ბევრი წარმატება გვქონდა. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები იქნება. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ თეთრ სახლში ხართ“, – თქვა ტრამპმა.
0
0