
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ გამორიცხავს უკრაინის სამხედრო დახმარების შესაძლებლობას. მანამდე ისრაელი ამტკიცებდა, რომ აპირებდა ჰუმანიტარული დახმარებით შემოფარგლულიყო, რომელსაც ქვეყანა უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უწევს.
ნეთანიაჰუს თქმით, იერუსალიმი მზადაა განიხილოს უახლესი რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება უკრაინის ცის დასაცავად. თუმცა, ისრაელის მხარე ადრე ამტკიცებდა, რომ ეს სისტემა არ იყო განკუთვნილი ისეთ უზარმაზარ ტერიტორიებისთვის, როგორიც უკრაინაა.
ნეთანიაჰუს რაიმე კონკრეტული დაპირება არ გაუცია, მაგრამ განაცხადა, რომ მზად იყო კონფლიქტში შუამავლობისთვის, თუ მეომარი მხარეები და შეერთებული შტატები ამაზე შეთანხმდებოდნენ.
მისი თქმით, მას ომის საწყის ეტაპზე უკვე მიმართეს ასეთი წინადადებით, მაგრამ მაშინ ის იყო ოპოზიციის ლიდერი და არ ასრულებდა შუამავლის როლს.
0
0