
ისრაელელი პოლიტიკური ანალიტიკოსის გედეონ ლევის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში ისრაელის ომის კაბინეტის წევრის ბენი განცის ვიზიტმა შეიძლება ქვეყნის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს და ის [განცი] ნეთანიაჰუს სამომავლო ალტერნატივადაც ჩაითვალოს, ეს არ იმოქმედებს ომის კურსის შეცვლაზე.
„განცს ძალიან მცირე გავლენა აქვს მთავრობაზე. ნეთანიაჰუ ერთადერთია, ვინც ომის გაგრძელების ან არგაგრძელების საკითხებს გადაწყვეტს. ამერიკელებს შეუძლიათ მხოლოდ რეალურად გაზარდონ განცის შიდა ძალაუფლება, რაც საკმარისი არ არის ომის კურსის შესაცვლელად მაშინაც კი, თუ განცს საუკეთესო შანსი ექნება, რომ ისრაელის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდეს. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე არაფერი გადაწყდება.
ისრაელის ომის კაბინეტში განხეთქილებაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს „ჰამასთან“ მოლაპარაკების წარმოება. ნეთანიაჰუ უფრო ძალისმიერი მეთოდების მომხრეა, თუმცა ომის გაგრძელების აუცილებლობაზე ერთსულოვნებაა.
კაბინეტის არცერთ წევრს არ სურს ახლავე ომის დასრულება. მინისტრთა კაბინეტში აზრები იკვეთება, თუ რამდენად მოქნილი უნდა იყოს ისრაელი მხოლოდ ბრძოლის შესაძლო პაუზის ან მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებასთან და არა ომის დასრულებასთან დაკავშირებით“, - განუცხადა ლევიმ Al Jazeera-ს.
0
0