14/11/2022
11:09
მსოფლიო
უკრაინის წინააღმდეგ ომში აშკარა დამარცხების მიუხედავად, როდესაც უკრაინული ჯარები წინსვლას განაგრძობენ, რუსეთი დანებებას არ აპირებს - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ბენ უოლესმა რადიო Times-ის ეთერში განაცხადა.
უოლესმა აღნიშნა, რომ ფრონტზე წინსვლა, რომელსაც უკრაინამ უკვე მიაღწია, ჯერ დიდ ნაბიჯს არ ნიშნავს, მაგრამ ზუსტად უკრაინა განსაზღვრავს, შემდეგი ბრძოლები როგორ წარიმართება.
მან თქვა, რომ უკრაინელებმა ერთადერთი რეგიონალური ცენტრი გაათავისუფლეს, რომლის აღებაც რუსებმა ომის დაწყებიდანვე მოახერხეს, რაც ახლა მოსკოვის სერიოზულ დამარცხებას ნიშნავს.
უოლესმა არ გამორიცხა, რომ რუსეთის სარდლობამ შესაძლოა, რაოდენობითა და “საზარბაზნე ხორცის” გამოყენებით, უკრაინის წინსვლის შენელება შეძლოს.
"რუსეთს ყველა სათანადოდ აფასებს. რუსეთი დანებებისგან შორს არის", - დაასკვნა მან.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
0
0