ბელგოროდის ნავთობბაზაზე გაჩენილი ძლიერი ხანძარი, შესაძლოა, დაბომბვას უკავშირდებოდეს - BBC
01/04/2022
12:04
მსოფლიო
A-
+A
რუსეთში, ბელგოროდის ნავთობბაზაზე გაჩენილი ძლიერი ხანძარი, შესაძლოა, დაბომბვას უკავშირდებოდეს - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გავრცელდა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიფრინავს ნათობბაზისკენ რაღაც რაკეტის მაგვარი. BBC იტყობინება, რომ გარდა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრებისა, გავრცელდა ახალი ვიდეო, სადაც ჩანს ვერტმფრენები, რომლებიც ურტყამენ ნავთობბაზას. თავდასხმის შემდეგ ვერტმფრენები უკიდურესად დაბლა მიფრინავდნენ.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ნავთობბაზას ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმა დაარტყა. უკრაინული მხარე ინფორმაციას არც უარყოფს, არც ადასტურებს.
ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით, 60 კილომეტრში მდებარეობს.
0
0
339
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%