
ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა, ევროპულ საქმეთა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის მინისტრი მაქსიმ პრევოტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილში მაქსიმ პრევოტი აღნიშნავს, იმედოვნებს, ბელგიასა და საქართველოს შორის მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.
„ქალბატონო მინისტრო, ძვირფასო კოლეგავ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსურს, მოგილოცოთ და გისურვოთ ბედნიერება, კეთილდღეობა პირადად თქვენ და თქვენს ყველა თანამემამულეს. იმედი მაქვს, ბელგიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე ევროკავშირთან თქვენი ქვეყნის თანამშრომლობის კონტექსტში, განსაკუთრებით – ღირებულებების თვალსაზრისით. ქალბატონო მინისტრო და ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას“, – აღნიშნავს მისალოც წერილში მაქსიმ პრევოტი.
0
0