
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ რეპარაციის სესხთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთან გაიზიარებს.
ბელგია ბრიუსელისგან სამართლებრივ გარანტიებს ითხოვს, თუკი რუსეთი მისი აქტივების გამოყენებისთვის ევროკავშირს უჩივლებს.
ევროკავშირს სურს უკრაინას ფინანსური დახმარების მიზნით გამოუყოს სესხი, რომელიც რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით დაიფარება. ამას ევროკავშირის წევრი შვიდი სახელმწიფო ეწინააღმდეგება.
„მზად ვართ მსხვერპლისთვის, მაგრამ უფასო ფული არ არსებობს. პუტინის ფული უფასო არ არის. არც ქმედებების თავისუფლებაა უფასო. ამ ფულის სხვა დანიშნულებით დახარჯვა არ შეიძლება. გვჭირდება სამართლებრივი გარანტიები, და ის ყველა წევრი სახელმწიფოსგან უნდა მომდინარეობდეს. მხოლოდ ზეპირი დაპირება საკმარისი არ არის. საჭიროა ვალდებულების წერილობით დაფიქსირება“, - თქვა დე ვევერმა.
0
0