
ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ბარტ დე ვევერის განცხადებით, დონალდ ტრამპი მტრულად არის განწყობილი ევროკავშირის იდეის მიმართ.
„ის როდესაც ამბობს, რომ უყვარს ევროპა, სინამდვილეში, გულისხმობს, რომ უყვარს 27 ცალკეული ქვეყანა, რომლებიც ან ვასალიზმის პირობებში იცხოვრებდნენ, ან მონობისკენ მიექანებოდნენ. ერთადერთი ეკონომიკა, რომელიც საკმარისად ძლიერია მისთვის, არის ევროკავშირის ეკონომიკა და ეს არ მოსწონს“, – განაცხადა დე ვევერმა.
ამასთან, ბელგიის პრემიერის თქმით, შეერთებული შტატები აღარ აკეთებს იმას, რაც ევროკავშირს სურს, არამედ „დიდი ჯოხით“ იმუქრება.
„ჩვენ შეერთებული შტატების დიდ ჯოხზე ვიყავით დამოკიდებული და ახლა ვხედავთ კაცს დიდი ჯოხით, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ მისი გამოყენებაც შეუძლია“, – განაცხადა ბარტ დე ვევერმა.
0
0
ძლიერი ქარი და წვიმა - 7 სექტემბრის ამინდი
05/09/2026