ბელგიაში საპენსიო ასაკის გაზრდის გამო საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, პარალიზებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა
13/01/2025
13:38
მსოფლიო
A-
+A
ბელგიაში ახალი საპენსიო რეფორმის გამო საყოველთაო გაფიცვაა, პარალიზებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
პირველი იანვრიდან ბელგიაში საპენსიო ასაკი 65 წლიდან 66 წლამდე გაიზარდა და 2030 წლისთვის 67 წლამდე გაიზრდება, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
ბრიუსელის აეროპორტში რეისების თითქმის ნახევარი გაუქმდა, რადგან აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ეროვნულ გაფიცვას შეუერთდა ათიათასობით მასწავლებელიც, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით დახურულია სკოლები.
ეროვნულმა სარკინიგზო ოპერატორმა, NMBS-მა განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მატარებლები მოძრაობენ.
როგორც „როიტერი“ წერს, გაფიცვამ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
0
0
42
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%