ბელგიაში მამაკაცმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და "გასვენებაში" ვერტმფრენით მივიდა
17/06/2023
22:17
მსოფლიო
A-
+A
ბელგიაში 45 წლის დევიდ ბაერტენმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რათა გაეგო, რამდენად უყვართ ნათესავებსა და ახლობლებს.
გასვენებაში კი, სადაც მისი ათეულობით ახლობელი იყო შეკრებილი, ბაერტენი ვერტმფრენით მივიდა.
ამასთან, ბაერტენმა აღნიშნა, რომ ოჯახი მას არასდროს ეპატიჟებოდა შეკრებებზე და ამიტომ მათთან ახლო ურთიერთობა ნაკლებად ჰქონდა.
მისივე თქმით, ამ ხუმრობით სურდა, ოჯახისთვის "ცხოვრებისეული გაკვეთილი" ჩაეტარებინა და ენახა, მის გასვენებაში ვინ მივიდოდა.
გარდა ამისა, როგორც ბაერტენმა აღნიშნა, მეუღლე და შვილები მის სიკვდილში ნათესავებისა და მეგობრების დარწმუნებაში დაეხმარნენ.
ბაერტენმა ასევე თქვა, რომ გასვენებაში მისი ოჯახის წევრების მხოლოდ ნახევარი მივიდა.
"ეს ამტკიცებს, ვინ ზრუნავს ჩემზე". - აღნიშნა დევიდ ბაერტენმა.
0
0
307
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%