21/10/2022
10:46
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ მორიგი ყოველდღიური რელიზი გამოაქვეყნა, რომელიც ამჯერად საომარ მოქმედებებში ბელარუსის ჩართულობას მიმოიხილავს.
როგორც განცხადებაში წერია, გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ძალების ახალ გაერთიანებულ ჯგუფში 70 000 ბელარუსი და 15 000 რუსი ჯარისკაცი იქნება ჩართული, „ნაკლებად სანდოა“ და არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა "ბელარუსში დამატებითი ჯარის მნიშვნელოვანი რაოდენობა განათავსა".
”ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა შეძლოს საბრძოლო მზადყოფნისთვის საჭირო რაოდენობის ფორმირებების მობილიზება: მისი სამხედრო ძალები ახლა უკრაინაშია განლაგებული. ბელარუსი ჯარისკაცების რთულ ოპერაციებში ჩაბმის ალბათობა მინიმალურია,“ - აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
0
0