-share.jpg)
„ბელარუსში რუსული ავიაციის ახალი განლაგება, „სავარაუდოდ, რიგით წვრთნას“ გულისხმობს და არა უკრაინის წინააღმდეგ რაიმე დამატებითი შეტევითი ოპერაციების მომზადებას,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის უახლეს სამხედრო მოხსენებაში.
როგორც სამხედრო უწყება აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ინარჩუნებს "დიდი რაოდენობით ძალებს" ბელარუსში, ისინი ძირითადად წვრთნებში იყვნენ ჩართულნი. „თუმცა, სავარაუდოა, რომ ისინი წარმოადგენენ სანდო შეტევით ძალებს“, - აღნიშნულია სამინისტროს მოხსენებაში.
ინფორმაციისთვის: გასულ კვირას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვმა და მინსკმა ბელარუსში დისლოცირებული სამხედრო დაჯგუფება დამატებით უზრუნველყვეს იარაღით, ჯარისკაცებითა და სპეციალიზებული აღჭურვილობით და ერთობლივი საავიაციო წვრთნების ჩატარება დაგეგმეს.
ორ მოკავშირეს შორის სამხედრო თანამშრომლობა უკრაინისა და დასავლეთის სპეკულაციების ფონზე გაძლიერდა - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა შესაძლოა გამოიყენოს ბელარუსი, როგორც სადესანტო პლაცდარმი ჩრდილოეთის მხრიდან უკრაინაზე ახალი თავდასხმისთვის.
0
0