
ბელარუსსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პუტინმა განმარტა, ქვეყნებს შორის შეთანხმება ითვალისწინებს ერთმანეთის თავდაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებებს, მათ შორის, ხელთ არსებული ყველანაირი საშუალებების გამოყენებით.
„დღეს გაიცვალა 2024 წლის 6 დეკემბერს მინსკში ხელმოწერილი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების რატიფიკაციის სიგელები. ამგვარად, შეთანხმება კანონიერ ძალაში შევიდა. შეგახსენებთ, ამ დოკუმენტით განისაზღვრება მოკავშირეობის ორმხრივი ვალდებულებები რუსეთისა და ბელარუსის საიმედო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ძალებისა და საშუალებების მთელი არსებული არსენალის გამოყენებით”, – განაცხადა პუტინმა.
ამას გარდა, როგორც შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ბელარუსში, და რუსეთში მუდმივად მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეები შეძლებენ ორივე ქვეყანაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას როგორც ამომრჩევლები და როგორც კანდიდატები. მისი თქმით, ეს მოხდა მხარეების მიერ დღეს ხელმოწერილი პროტოკოლით, რომლითაც ორი ქვეყნის მოქალაქეების თანასწორი უფლებების შესახებ 1998 წლის შეთანხმებაში შესწორებები შევიდა.
0
0
სამტრედიაში სკოლის მოსწავლეს ეძებენ
13/03/2025