-share.jpg)
ვლადიმერ პუტინის ერთგულმა მოკავშირემ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოსკოვს და კიევს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა, მისი თქმით, ასევე უნდა შეწყდეს ჯარების გადაადგილება დროებით და საბრძოლო მასალებით მათი უზრუნველყოფა. ბელარუსის ლიდერის განცხადებით, უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევა სავარაუდო მოლაპარაკებებს შეუძლებელს გახდის.
ბელარუსის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ლუკაშენკომ კვლავ დაადანაშაულა დასავლეთი პოლონეთში სამხედრო ძალების მობილიზებაში, რაც მისი მტკიცებით, მიზნად ისახავდა ბელარუსში შეჭრას.
ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთისთვის ბელარუსში ტაქტიკური ატომური იარაღის განლაგებისათვის ნებართვის მიცემა იყო ქვეყნის დასავლური საფრთხეებისგან დაცვის სანს წარმოადგენს.
ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნებისმიერი დაუყოვნებელი ნაბიჯი ის ტაქტიკაა, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთს შეინარჩუნოს მის მიერ დაპყრობილი უკრაინული ტერიტორიები და განსაზღვროს დრო რუსული არმიის გადაჯგუფებისთვის.
მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარკების საკითხს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ.
0
0