06/01/2023
14:55
მსოფლიო
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოლაპარაკებები გამართა რუსეთის არმიის წარმომადგენელთან, რომლის ვინაობა გამჟღავნებული არ არის.
მხარეებმა ორი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო წვრთნების შესახებ ისაუბრეს. „ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მზად არიან, დავალებები დანიშნულებისამებრ შეასრულონ“, - განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.
რუსეთი და ბელარუსი სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებენ, რაც ზრდის შიშს მომდევნო თვეებში, ომში ბელარუსის შესაძლო ჩართვის შესახებ. უკრაინამ მანამდეც განაცხადა კონფლიქტში ბელარუსი ჯარისკაცების ჩართვისთვის მზადების შესახებ, თუმცა დასავლელი ანალიტიკოსები ამას ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოდ თვლიან.
უკრაინის ოფიციალური პირები ასევე შიშობენ, რომ რუსეთს შეუძლია განაახლოს უკრაინაზე შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან. ბელარუსის მხარის განცხადებით, მინსკი პირდაპირ ომში არ ჩაერთვება, თუმცა აღიარა, რომ ქვეყნის ტერიტორია გამოყენებული იყო, როგორც გამშვები პუნქტი თავდაპირველი შეჭრისთვის.
0
0