
ბელარუსი ევროპის 35 ქვეყნის მოქალაქეს 90-დღიან უვიზო რეჟიმს უწესებს იმის ნიშნად, რომ მინკს დასავლეთთან დაძაბულობის შემსუბუქება შეუძლია, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ბელარუსის მთავრობის ახალი პოლიტიკის თანახმად, 35 ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის, ბელარუსში შესვლას და უვიზოდ დარჩენას წელიწადში 90 დღემდე შეძლებენ.
ამჟამად, ამ ქვეყნებიდან მოგზაურებს რესპუბლიკაში მხოლოდ 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა.
ინიციატივა ძალაში 19 ივლისს შევა.
მინსკი დასავლეთის სანქციების ქვეშ 2022 წლიდან მას შმედეგ იმყოფება, რაც უკრაინაში რუსეთის ჯარების გასაგზავნად საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა.
გასულ კვირას ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარები გაიყვანა.
„უკრაინელებთან ახლა არანაირი სირთულე არ გვაქვს და იმედია, არც იქნება“, – განაცხადა მაშინ ლუკაშენკომ.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026