10/10/2022
14:29
მსოფლიო
ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთის ფედერაცის შეთანხმდნენ ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე.
ლუკაშენკამ გაიხსენა, რომ სანკ-პეტერბურგში დსთ-ს არაოფიციალური სამიტრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირს შეხვედარა ჰქონდა, „მოკავშირიე სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებთან [ვითარების] გამწვავებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონული დაჯგუფების განლაგებაზე. ეს ყველაფერი ჩვენი დოკუმენტების მიხედვითაა“, - განაცხადა ლუკაშენკამ სამხედრო და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. ლუკაშენკოს სიტყვებს სააგენტო Belta ციტირებს.
მისი სიტყვებით, დაჯგუფების საფუძველს წარმოადგენს ბელარსუს შეიარაღებული ძალები „უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ამ დაჯგუფების ჩამოყალიბება დაწყებულია, ის უკვე მიმდინარეობს, ჩემი აზრით, უკვე ორი დღეა. ჩემი განკარგლებით", - განაცხადა ლუკაშენკომ.
0
0