21/10/2022
12:49
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედას განცხადებით, რომ რუსეთისა და ბელარუსის ქმედებები ადასტურებს მინსკის მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ RBC Ukraine Delfi-ზე დაყრდნობით წერს.
„ვხედავთ ქმედებებს ბელარუსში, რომ რუსეთი ბელარუსის გავლით გზავნის მობილიზებულებს უკრაინაში. ეს აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ბელარუსი სრულად მონაწილეობს ამ ომში. ბელარუსი ისევე პასუხისმგებელია ამ ომის შედეგებზე, როგორც რუსეთი“, - აცხადებს ნაუსედა.
ნაუსედამ დასძინა, რომ კრემლი ბელარუსში აყალიბებს რუსეთისა და ბელარუსის არმიების გაერთიანებულ ჯგუფებს.
საომარ მოქმედებებში ბელორუსის აქტიური ჩართვის გათვალისწინებით, ნაუსედამ კვლავ მოითხოვა სანქციების გამკაცრება კრემლისა და მინსკის რეჟიმების წინააღმდეგ.
„ვფიქრობ, სანქციები, რომლებიც გამოვიყენეთ, უკვე იძლევა შედეგს და რუსეთს აქვს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა დააფინანსოს ეს ომი. იმისათვის, რომ მთლიანად დაბლოკოს სურვილიც და შესაძლებლობაც, საჭიროა სანქციების მე-9 პაკეტის დაწესება“, - აღნიშნა ნაუსედამ.
0
0