19/12/2022
21:00
მსოფლიო
ბელორუსისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს მინსკში შედგა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა განპირობებულია იმით, რომ ორი ქვეყნის მთავრობების მიერ სახელმწიფოს მეთაურების მონაწილეობის გარეშე მთელი რიგი საკითხების გადაჭრა შეუძლებელია.
„მოგეხსენებათ, რომ მთელ რიგ სენსიტიურ საკითხებზე მთავრობებმა, როგორც ამბობენ, ამოწურეს მოლაპარაკების შესაძლებლობები, როგორც გვეუბნებიან, ჩამოყალიბებულია მხარეების პოზიციები და დღეს განიხილება ფართო ფორმატში. მთავრობებს მიაჩნიათ, რომ ჩემს და თქვენს გარეშე, ვლადიმირ ვლადიმეროვიჩ, ჩვენ ვერ მივაღწევთ შეთანხმებას გარკვეულ საკითხებზე“, - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ პუტინთან გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებებზე.
პუტინმა კი განაცხადა, რომ ბელორუსი არა მხოლოდ რუსეთის მეზობელია, არამედ მოკავშირეცაა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ბელარუსი არა მხოლოდ ჩვენი კარგი მეზობელია, არამედ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით... თუ ზოგიერთი საკითხი კვლავ გადაუჭრელად ითვლება, უნდა ვიპოვოთ ეს გადაწყვეტილებები. ჩვენ, ფაქტობრივად, მოვედით, რომ ერთად მოვძებნოთ ისინი და მივაღწიოთ სასურველ შედეგს“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინი ერთდღიანი ვიზიტით მინსკში დღეს ჩავიდა.
0
0