
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალისტი დავით პაიჭაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ახალ ობიექტებზე წერს:
"მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი არამატერიალური კულტურის ძეგლი გახდა. საბჭოთა Общепит-ის ეს მთელ დუნიაზე განთქმული პროდუქტი უმრწმეს ძმად ამოუდგა გვერდით მცხეთის ჯვარს, ხედს, რომელიც იქიდან იშლება, სვეტიცხოველს, სამთავროს... არმაზს.
სწორედ კონტექსტის შემდგომი სრულყოფისათვის საჭიროდ მიმაჩნია, ძეგლად შეირაცხოს ტექსტი, მუსიკა და შესრულება ათწლეულთა სიღრმიდან წამოსული სიმღერისა:
"ბებია მყავდა პოვარი,
დამირჩა გაუთხოვარი,
დავალევინე მაჭარი,
დავაგლეჯინე...."
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო , ბურთი თქვენს მოედანზეა," დაწერა პაიჭაძემ.
როგორც ცნობილია, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა: „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“; „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“; „რთველის ტრადიცია საქართველოში“; „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“; „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“; „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში“.
0
0