
მსახიობ ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი.
თავდაპირველად ზურას დამ, მანანა ბერიკაშვილმა გამოაქვეყნა მშობლების ფოტო წარწერით - "დამეხმარეთ", კომენტარებში კი საზოგადოება ზურას გამოჯანმრთელებას უსურვებდა, ხოლო ოჯახს მხნეობას. ზურას უამრავი გულშემატკივარი კი ინტერესდება თუ რა დაემართა მსახიობს.
"ბერიკ, მთელი საქართველო შენს გვერდითაა! ლოცვებში მოიხსენიეთ. ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ, ზურიკო, არ გვიღალატებ, ვიცი", - წერს ზურას მეგობარი სოციალურ ქსელში.
ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო: ambebi.ge
0
0