14/04/2023
12:54
პოლიტიკა
BBC საგამოძიებო ფილმში, რომელიც მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემას ეხება, დეტალურად ხსნის, რატომ მიიჩნევს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ამ სქემის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად.
გამომძიებელი ჟურნალისტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს ამ სქემის განმახორციელებელ Milton group-თან დააკავშირებს, არსებობს ამის ირიბი მტკიცებულებები.
უფრო კონკრეტულად, ავტორის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად გამოიკვეთა 5 სახელი - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton-ის სავაჭრო პლატფორმის, EverFx-ის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელ პირებად არიან დასახელებულები. ფილმში განმარტებულია, რომ სავაჭრო პლატფორმა EverFx-ი ერთ-ერთია, რომელიც ძირითადად საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანებს ფულის ინვესტირებას სთავაზობს და ვაჭრობის გზით მოგების მიღებას ჰპირდება, თუმცა შემდეგ თაღლითური გზით ამ ადამიანებს, ფინანსურ სახსრებს ართმევს.
BBC-ის საგამოძიებო მასალის მიხედვით, სწორედ კეზერაშვილია დაკავშირებული კომპანია Axios-სთან, რომელიც EverFx-ს ფლობს, ის ასევე დაკავშირებულია კომპანიასთან NEWAGE, რომელმაც შექმნა სავაჭო პლატფორმა და ვებ-საიტი EverFx-ისთვის.
0
0