08/03/2022
10:49
მსოფლიო
რუსეთის ვიცე პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის თქმით, რუსულ ნავთობზე უარი მსოფლიო ბაზრისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს, ფასმა შესაძლოა ბარელზე 300 დოლარს გადააჭარბოს.
“აბსოლუტურად აშკარაა, რომ რუსული ნავთობის უარყოფა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს მსოფლიო ბაზრისთვის. ფასების ზრდა არაპროგნოზირებადი იქნება – ბარელზე $300-ზე მეტი, თუ არა მეტი”, – ამბობს ნოვაკი და დასძენს, რომ შეუძლებელია რუსული ნავთობის მოცულობის სწრაფად ჩანაცვლება ევროპულ ბაზარზე და ამას ერთ წელზე მეტი დასჭირდება.
“თუ გსურთ უარი თქვათ რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე, გთხოვთ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენ გვესმის, სად შეგვიძლია ამ მოცულობების გადამისამართება. მხოლოდ კითხვა ჩნდება, ვინ ისარგებლებს ამით? და რატომ არის ეს საჭირო? რუსეთმა სრულად შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება და დღესაც, ყველა მოთხოვნა სრულდება, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა ხდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა ჩვენი შეშფოთება გამოწვეულია დისკუსიებით და განცხადებებით ემბარგოს დაწესებისა და უარის თქმის შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ ასევე ვხედავთ უზარმაზარ ზეწოლას ჩვენს პარტნიორებზე, მოვაჭრეებზე, სატრანსპორტო კომპანიებზე, ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებზე”.- ამბობს ნოვაკი.
0
0