13/03/2023
17:31
მსოფლიო
ინგლისელმა ფეხბურთელმა, BBC-ის გადაცემა „დღის მატჩი"-ს წამყვანმა გარი ლინეკერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით სკანდალი გამოიწვია. მან დიდი ბრიტანეთის მთავრობის ახალი მიგრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა. ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მოთამაშე და კორპორაციის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანი, სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ შეაფასა, როგორც „უაღრესად სასტიკი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენების წინააღმდეგ“. ლინეკერმა მთავრობის ამგვარი მიდგომა გერმანიის 30-იანი წლებისდროინდელ პოლიტიკას შეადარა.
კონსერვატიულმა მთავრობამ ლინეკერის ნაცისტურ შედარებას შეურაცხმყოფელი და მიუღებელი უწოდა. ზოგიერთი კანონმდებლის აზრით, BBC-მ მას კონტრაქტი უნდა შეუწყვიტოს.
BBC-ი იძულებული გახდა გაეუქმებინა შაბათ-კვირის სპორტული გადაცემების დიდი ნაწილი მას შემდეგ, რაც კომენტატორებმა, ანალიტიკოსებმა და პრემიერლიგის მოთამაშეებმა უარი განაცხადეს ლინეკერის მხარდაჭერაზე.
„BBC-ი „სწორად მოიქცა“, როდესაც ლინეკერი სამსახურიდან დაითხოვა. თუმცა გარის ეთერში დაბრუნება ჩემთვის წარმატება იქნება. ის BBC-ს ღირებული ნაწილია და მე ვიცი, რამდენს ნიშნავს BBC-ი გარისთვისაც. მოუთმენლად ველოდები, როდის ვიხილავთ მას ჩვენს გადაცემაში ამ შაბათ-კვირას. ამიერიდან ის სარედაქციო მითითებებს დაემორჩილება,“ - თქვა BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ დევიმ.
0
0