-share.jpg)
როგორც რუსული "ვაგნერის ჯგუფის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტში მის ჯარებს უკრაინელები საბრძოლო მასალას ართმევენ და, თუ "ვაგნერის ჯგუფის“ მებრძოლები იძულებულნი გახდებიან, უკან დაიხიონ, შეიძლება მთელი ფრონტი დაიშალოს.
ვიდეომიმართვაში ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი ჯარები კონტროლს აძლიერებენ ქალაქზე, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საომარი მოქმედებების მთავარი ზონა გახდა.
„თუ ახლა „ვაგნერის ჯგუფი“ ბახმუტიდან უკან დაიხევს, მთელი ფრონტი დაიშლება. ვითარება არ იქნება მარტივი სამხედრო ფორმირებისთვის, რომლებიც რუსეთის ინტერესებს იცავენ “, - თქვა პრიგოჟინმა.
3 მარტს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისმა ქვედანაყოფებმა ბახმუტს "პრაქტიკულად ალყა შემოარტყეს". თუმცა, 5 მარტს, მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს „ვაგნერის ჯგუფის“ მებრძოლებისთვის ჯერ კიდევ არ მიუწოდებია თებერვალში დაპირებული საბრძოლო მასალის უმეტესი ნაწილი.
„ამჟამად, ვცდილობთ გავარკვიოთ მიზეზი: ეს ჩვეულებრივი ბიუროკრატიაა თუ ღალატი“, - დასძინა პრიგოჟინმა.
„ვაგნერის ჯგუფის“ დაქირავებული მეთაური რუსეთის თავდაცვის ხელმძღვანელებსა და მთავარ გენერლებს პერიოდულად აკრიტიკებს.
0
0