
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ქალაქ ბახმუტსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, ალყაში მოქცეული ქალაქის დაცვა უკრაინისთვის ტაქტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან მისი აღების შემთხვევაში რუსეთის ჯარებს აღმოსავლეთ უკრაინის სხვა საკვანძო ქალაქებისკენ გაეხსნებათ გზა.
"ამას ჩვენთვის ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს. ბახმუტის აღების შემდეგ რუსებს დონეცკის მიმართულებით სხვა ქალაქებისკენაც გზა ხსნილი ექნებათ. მათ შეეძლებათ ჩავიდნენ კრამატორსკში, სლოვიანსკში... ამიტომ დგანან ჩვენი ბიჭები იქ". - აღნიშნა ზელენსკიმ ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის გადმოსახედიდან ბახმუტის აღების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ეს გამარჯვება რუსულ საზოგადოებაში წაახალისებს ძლევამოსილი არმიის იდეას, რაც ჯარის მობილიზებაში დაეხმარებათ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ “ვაგნერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბახმუტი “ვაგნერის” ძალების მიერ აღებულია.
0
0