09/01/2025
11:35
მსოფლიო
ესპანეთის სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მიგრანტებით დატვირთულ გემზე, რომელიც აფრიკიდან კანარის კუნძულებისკენ მიემგზავრებოდა, ბავშვი დაიბადა. სანაპირო დაცვის სამსახურმა ბიჭი, დედასთან და სხვა მიგრანტებთან ერთად, უსაფრთხოდ გადაიყვანეს. როგორც მაშველებმა Reuters-ს განუცხადეს, გემი 6 იანვარს შენიშნეს, როცა ესპანეთში ეპიფანიას [ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც დასავლური ეკლესიები ქრისტეს შობიდან მეთორმეტე დღეს აღნიშნავენ] აღინიშნებოდა. ამ დღეს ბავშვები, ტრადიციულად, საჩუქრებს იღებენ.
სამაშველო გემის კაპიტნის დომინგო ტრუხილიოს თქმით, მათ იცოდნენ, რომ ბორტზე ორსული ქალი იმყოფებოდა, რომელიც, მოგვიანებით, სამაშველო ტივზე მწოლიარე იპოვეს, ხოლო ახლადდაბადებული ბავშვი სხვა მგზავრს ეჭირა ხელში.
Reuters-ის ინფორმაციით, დედა-შვილი ვერტმფრენით ლანზაროტეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
0
0