17/06/2023
19:07
პოლიტიკა
„ეს არის კონკრეტული სიგნალები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არ ემორჩილება ან აპროტესტებს პუტინისტურ რეჟიმს და სამშობლოს ღალატს.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
„წარმოუდგენელი და გაუგონარი ამბები ხდება. დღეს ვნახეთ, რომ არასრულწლოვანებს „რუსული პარტიის“ ზონდერები დაესხნენ თავს, საუბარია 16-17 წლის ახალგაზრდებზე, რომლებსაც ე.წ ორკები მიუვარდნენ ქვების სროლით, შეურაცხყოფით. ასევე თავს დაესხნენ ზურა გირჩი ჯაფარიძეს და ეს არის კონკრეტული სიგნალები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არ ემორჩილება ან აპროტესტებს პუტინისტურ რეჟიმს, ვინც აპროტესტებს სამშობლოს ღალატს, ეს ლაჩრები ეს მართლა ჩმორები, გაუგონარი ფარჩაკები, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით - ფარჩაკი, ჩმორი კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი. ამ ჩმორებს და ფარჩაკებს მინდა შევუთვალო, 16-17 წლის ბავშვებს რომ დასდევთ და სტუდენტებზე ძალადობთ, აქ ვართ შედარებით არაახალგაზრდები და ჩვენთან მოდით, თუ მეტი ვაჟკაცობა არ გაქვთ, ჩვენ მზად ვართ თქვენნაირ ფარჩაკებს და ჩმორებს პასუხი გავცეთ.
ამ ახალგაზრდებს ვერც შეაშინებენ, ვერც დააშინებენ,“ - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე და ახალგაზრდებზე თავდასხმას ბორჯომის სასტუმროში.
0
0