ბათუმში შეძახილებით - “არა რუსულ კანონს” მსვლელობა მიმდინარეობს
09/05/2024
20:53
საზოგადოება
A-
+A
ბათუმში, ევროპის მოედანზე სტუდენტებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სიმბოლურად სანთლები აანთეს წარწერით - “ევროპა”.
აქციის მონაწილეების თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი არ შეწყდება.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში ძველ ბათუმში მსვლელობას აწყობენ შეძახილებით “არა რუსულ კანონს”
“ჩვენი ადგილი ევროპაშია. ამ კანონით ცდილობენ რუსეთის იმპერიაში ჩვენს შეთრევას. აქ ვართ სტუდენტები ის თაობა, რომელსაც არ ეშინია, არ დანებდება. პროტესტი გრძელდება, ხვალ უფრო ბევრი ვიქნებით”, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე ისმის საქართველოს ჰიმნი.
0
0
47
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%