30/10/2023
21:12
ეკონომიკა
ბათუმში სამშენებლო სამართალდარღვევებზე წელს 5.6 მლნ ლარის ჯარიმებია გამოწერილი. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ პარლამენტის წევრის ნუკრი დეკანაძეს სადეპუტატო კითხვის პასუხად გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„2023 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ უნებართვოდ და სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევა და დაიწყო სამშენებლო სამართალდაღრვევის საქმისწარმოება - 268 ობიექტზე, კერძოდ: უნებართვო მშენებლობაზე – 138; სანებართვო პირობების დარღვევაზე –130. მითითების პირობები შესრულდა და სამართალდარღვევა გამოსწორდა 56 ობიექტზე, ხოლო ამ დრომდე სამშნებელო საქმის წარმოება მიმდინარეობს 212 ობიექტზე.
სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოცემული დადგენელებებით დაკისრებული ჯარიმების ოდენობა შეადგენს 5 605 000 ლარს.
ასევე გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სფეროში განხორციელებული საზედამხედველო საქმიანობის პროცესში გამოვლენილი და საჯარიმო ოქმებით ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა 140 სუბიექტს, საერთო თანხით 71 770 ლარი,“- აღნიშნულია დეპუტატის კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაში.
წყარო: bpn.ge
0
0