10/10/2021
10:24
საზოგადოება
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, მისი სასიცოცხლო მონაცემები გაუმჯობესებულია, თუმცა ის მაინც რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან ყველა დარღვევის აღმოფხვრა ამ ეტაპისთვის არ მომხდარა.
"პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილურია.დადებითი გვაქვს ის, რომ პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან. სუნთქავს თავისით, შემოდის კონტაქტში. ასრულებს დავალებებს. პაციენტი დარჩება დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან ყველა ის დარღვევა, რაც ჰქონდა შემოსვლის დროს ჯერ-ჯერობით კორეგირებული არ არის. პაციენტს სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა ყველა საათში ხდება მონიტორინგი იმ დარღვევების, რომელიც იყო შემოსვლის დროს. ველოდებით გაუმჯობესებას მისი მდგომარეობის", - განაცხადა საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.
0
0