15/04/2025
21:40

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბათუმში გასამართი 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტი კახი კახიაშვილი იქნება. ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
"შეგახსენებთ, რომ საქართველომ, ბათუმში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება ევროპის ფედერაციის აღმასკომმა 2024 წელს მიანიჭა.
კონტინენტის პირველობა სპორტული თვალსაზრისის გარდა სხვა ასპექტებითაც უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა.
ბათუმიდან პირდაპირი ტრანსლაცია საერთაშორისო ტელევიზიებსა და სააგენტოებში 60 საათი გადაიცემა, რასაც ემატება 300 საათიანი გამეორებები.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად შეეცდება აჭარის ულამაზესი ქალაქი ბათუმი და ზოგადად საქართველო გააპიაროს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გარდა ამისა ჩვენი ქვეყანა სპორტული ტურიზმის კუთხითაც წარმოჩინდება.
ჩამოსულ სტუმართათვის გაკეთდება მაქსიმუმი რაც მათი კომფორტისთვის იქნება აუცილებელი," - აღნიშნულია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0