28/11/2024
20:41
საზოგადოება
ბათუმში ევროპის მოედანზე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძემ „რუსეთს საბოლოოდ გაუხსნა კარი“.
აქციის მონაწილეების თქმით, დღეს “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავალი საბოლოოდ დაასრულა.
შეკრებილების თქმით, ქართველი ხალხს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.
“წინასაარჩევნო კამპანიისას “ქართული ოცნება” ამბობდა, რომ ღირსებით ევროპისკენ მიდიოდნენ, აღმოჩნდა რომ არ მიდიან. უღირსობითაც არ მიდიან ევროპაში. ამას რომ შევეგუოთ, ნაზავი ვიქნებით რუსეთის ბელორუსის და იმ ქვეყნების, სადაც დიქტატურა მეფობს, ისეთი მმართველები არიან, რომლებსაც ხალხის აზრი არ აინტერესებს, ამიტომ გამოვიდეთ ქუჩაში, ახლა სახლში ყოფნის დრო არ არის”,- აცხადებს აქციის მონაწილე ლევან გორგილაძე.
0
0