ბათუმში, ჭავჭავაძის 73 ნომერში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ინფორმაციას სოციალური ქსელით მერაბ ღოღობერიძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საქმე სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს ეხება.
„რუსეთის ერთერთი მოქალაქე ინსტაგრამჩატებში წერდა, რომ ის ყიდდა მარიხუანას. პლანის ფოთლები აქვს, მაგრამ იძახის, რომ ეს არის ჩაი. თქვენ თუ გინახავთ ასეთი ჩაი... მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილზეა საპატრულო პოლიცია. ადამიანი ამტკიცებს, რომ ყიდის ჩაის პლანის ფოთლების გამოსახულებით“, - აცხადებს ღოღობერიძე.
მის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ასევე, ჩანს სავარაუდოდ, იმ მაღაზიის მფლობელის წარმომადგენელი, რომლის შესახებაც ღოღობეიძე საუბრობს. მაღაზიის წარმომადგენლის თქმით, პროდუქცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ არის შემოწმებული, დადგენილია, რომ მათი საქონელი ნარკოტიკულ ნივთიერებას არ შეიცავს და შესაბამისი დოკუმენტებიც არსებობს.
0
0
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
11/03/2025