
შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 31 ივლისს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს.
„ასტორია გრანდე“ უკვე მეორედ შემოვიდა ბათუმის პორტში, გემზე ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან.
საპროტესტო აქცია გუშინ საღამოს 12 საათისთვის იყო დაანონსებული, ამიტომ პოლიციამ გუშინვე გადაკეტა ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორია და პოლიციის გაძლიერებული კორდონი დაახვედრა მოქალაქეებს.
პოლიციამ აქციის მონაწილეთა დაკავება ღამით დაიწყო. დღეს დილით კი, საკრუიზო გემიდან რუსი ტურისტები ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით, გაძლიერებული დაცვით გამოიყვანა ქალაქში. აქციის მონაწილეებმა მანქანებს კვერცხები და წყლის ბოთლები დაუშინეს.
პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა ტურისტების გამოყვანის დროსაც, როცა ტრანსპორტის გასატარებლად კორიდორი გააკეთეს.
0
0
მუხრანში მკვლელობა მოხდა
24/01/2026